21 სექტემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს, – ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 სექტემბერს 11:10-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრწყაროში და თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ალექსეევკა, ირაგა, ლიპა, ახალშენი, კოდა, ჯორჯიაშვილი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში შინდლარი, კარაბულახი, გედაგდაღი, მამიშლარი, უსეინქენდი, ახა და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ჯანდარა, ნაგები, ლემშვენიერა, თბილწყარო და მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ძველი ქვეში, ძეძვნარიანი, სენები და მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში შარტავას, ლეონიძის, მეგობრობის, მესხიშვილის, ლომოურის და მიმდებარე ქუჩებზე, მე-15, 21-ე, მე-14 და მიმდებარე მიკრორაიონებში;

15:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში წერეთელი, ორჯონიკიძე, ბაილარი, მირზოევკა, დიდი ბეგლიარი, პატარა ბეგლიარი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.