22 სექტემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 სექტემბერს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ახალსოფელი, ალგეთი, მანგლისი, საფუძვრები, დიდი თონეთი და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში იმირი, შულავერი, ყულარი და მიმედებარე სოფლებში; 14:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში გაგარინის, ნოზაძის ქვესადგურის, ფალიაშვილის, იაღლუჯის და მიმდებარე ქუჩებზე;
15:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში წინუბანი, მარტყოფი, ნასაგური, კინოსტუდია, ლოჭინი, დიდი ლილო და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.