კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კაჩაგანი, კირაჩ-მუღანლო და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში შინდლარი, შახმარლო და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე დმანისში სიონის, ვახტანგ მეფის, წმ. ნინოს და მიმდებარე ქუჩებზე;
11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კაპანახჩი, ლეჟბადინი, ქუთლიარი, ქესალო, კირაჩმუღანლო და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში თაზაქენდი, ბირლიკი, როზა, ბოტანიკა, კალინინო და მიმდებარე სოფლებში;
14:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში კოსტავას, კონსტიტუციის, 9 მაისის, დუმბაძუს, გომელაურის, ბარათაშვილის, მარის არხის და მიმდებარე ქუჩებზე;
14:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ცურტავი, ქოლაგირი, თამარისი, დიოკნისი, არქევანი, მამხუტი, მოლახმედლო და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.