კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 სექტემბერს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში თოდრიას, ლესელიძის, ქუჩიშვილის, მარჯანიშვილის, კლდიაშვილის, ნიკოლაძის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში შინდლარი, შახმარლო და მიმდებარე სოფლებში;
14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სართიჭალა, დიდი ლილო, თელეთი, სოფელი ლილო და მიმდებარე სოფლებში;
15:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში დამია, ზემო სარალი, კიროვკა, დამია გეურარხი, ახლო ლალო და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.