კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქსელში ჩართულ აბონენტებს.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 სექტემბერს 14:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში განთიადი, ბოსლები, ვარდისუბანი, ტნუსი, მაშავერა, პატარა დმანისი და მიმდებარე სოფლებში;
16:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ფონიჭალა, მთის ძირი, კრწანისი, შსს დაჩები, თელეთი და მიმდებარე სოფლებში;
17:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კაჩაგანი, აღმამედლო, ტაკალო, ქირაჩ-მუღანლო, ხანჯიგაზლო, კირაჩ-მუღანლო და მიმდებარე სოფელბში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.