38 წელი მეხანძრედ – ტყუპი ძმები სამსახურიდან მაიორის წოდებით გააცილეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბაკურიანში 60 წლის მეხანძრე-მაშველ ტყუპ ძმას სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორის წოდება გადასცეს.

60 წლის მეხანძრე მაშველებს, ტყუპ ძმას – ამირან და ავთანდილ წითლანაძეებს ბოლო სამუშაო დღე 23 სექტემბერს ჰქონდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ძმები 38 წლის განმავლობაში მსახურობდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურში.

ტყუპი ძმა ტაშით გააცილეს სამსახურიდან.