4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება[ვიდეო]

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. მუშაობას განაახლებენ საბავშვო ბაღები და ბავშვთა გასართობი ცენტრებიც.

„მუშაობას განაახლებენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და ბავშვთა გასართობი ცენტრები“,-განაცხადა ღიბრაძემ.

დღესვე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განცხადებები გააკეთეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და ეპიდემიოლოგებმა.

ჯანდაცვისა და განათლების უწყების წარმომადგენლები მშობლებს ვაქცინაციის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებენ, NCDC-ის ცნობით კი სკოლებს აქვთ კონკრეტული რეკომენდაციები, აწარმოონ აცრილი თანამშრომლების სტატისტიკა.

„ უსაფრთხო სკოლა ნიშნავს, როდესაც სკოლაში ყველა აცრილია და ასევე ბავშვის მშობლები, ბებია-ბაბუები თუ მასთან ცხოვრობენ, ისინიც არიან აცრილი. დაახლოებით ამ კონცეფციით დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სწავლა დასწრებული დაიწყოს და პარალელურად მიეცა მშობლებს უფლება, თუ არ სურთ ბავშვი სკოლაში ატარონ, ჰყავდეთ დისტანციურ სწავლებაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.