უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. მუშაობას განაახლებენ საბავშვო ბაღები და ბავშვთა გასართობი ცენტრებიც.
„მუშაობას განაახლებენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და ბავშვთა გასართობი ცენტრები“,-განაცხადა ღიბრაძემ.
დღესვე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განცხადებები გააკეთეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და ეპიდემიოლოგებმა.
ჯანდაცვისა და განათლების უწყების წარმომადგენლები მშობლებს ვაქცინაციის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებენ, NCDC-ის ცნობით კი სკოლებს აქვთ კონკრეტული რეკომენდაციები, აწარმოონ აცრილი თანამშრომლების სტატისტიკა.