7 სექტემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს,- ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 სექტემბერს 11:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში ხაჩკოვი, ბარეთი, თეჯისი, კაბური და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ირგაჩაი, საფარლო, დალარი, გორა და მიმდებარე სოფლებში; 15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მანეულში აღმაშენებლის, ლერმონტოვის, რუსთაველის, სულხან-საბას და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში