8 სექტემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს,- ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 სექტემბერს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მე-18, 21-ე, მე-20 მიკრორაიონებში, აღმაშენებლის, ნეკრასოვის, რჩეულიშვილის, ბერიტაშვილის, გიორგაძის, ლოტსტოის, გრანელის, ბარნოვის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ლემშვენიერა, ჯანდარა, ნაგები, ქესალო, ლელაშხა, კალინინო და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში დისველი, დაღეთი და მიმდებარე სოფელბში;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში შაუმიანი, კაჩაგანი, აღმამედლო, კასუმლო, ქვემო სარალი, ტაკალო, იმირი, არაფლო, ქირაჩ-მუღანლო, დაშთაფა, ულაშლო, შულავერი, წითელი სოფელი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ირაგა, ჯვარა, ივანოვკა, ჯიგრაშენი, იფნარა, ნავთიანი, ლიპა და მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მარტყოფი, საცხენისი, სააკაძე, დიდი ლილო და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.