9 სექტემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს,- ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 სექტემბერს 12:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ღოუბანი, ჯორჯიაშვილი, საღრაშენი, ტბისი, შავსაყდარი, ვაშლოვანი, ბორბალო, ერტისი და მიმდებარე სოფელბში;

13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ბალანჩივაძის, რუსთაველის, ნიკოლაძის, სარაჯიშბვილის, არაყიშვილის, კონსტიტუციის, ნარდევანის და მიმდებარე ქუჩებზე;

13:40-დან 18:40 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში საყდრიონი, ნარდევანი, აიაზმა და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.