ევროპარლამენტი სადამკვირვებლო მისიას გამოგზავნის საქართველოში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.
ამის შესახებ ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდი “ტვიტერზე” წერს.
“შესანიშნავი ამბავი – ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, გააგზავნოს საარჩევნო სადამკვირვებლო დელეგაცია საქართველოში მუნიციპალურ არჩევნებზე დასაკვირვებლად”, – წერს კალიურანდი.