რუსთავის საოლქო-საარჩევნო კომისიაში პარტიული სიებისა და მერობის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა.
ჯამში N20 საოლქო საარჩევნო კომისიაში 18 პარტიაა დარეგისტრირებული.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გაგა აფციაურის განცხადებით, 7-ვე მაჟორიტარულ ოლქში სხვადასხვა პარტიების მიერ, 62 საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატია დასახელებული. რუსთავში მერობისთვის ექვსი კანდიდატი იბრძოლებს.