USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა რუსთავის საწარმოო ზონა მოინახულა

USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელი რუსთავში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებს გაეცნო.

შეხვედრის პირველ ნაწილში, პიტერ უიბლერსი ჰაერის დაბინძურების პრობლემასთან დაკავშირებით, საკუთარი ბრძოლის სტრატეგია გააცნო მოძრაობამ “გავიგუდეთ”. შეხვედრის მეორე ნაწილში კი USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, რუსთაველ აქტივისტებთან ერთად, საწარმოო ზონა დაათვალიერა.

“ჰაერის პრობლემა ძალიან კომპლექსური საკითხია, რადგან რუსთავში სამრეწველო სივრცე დაკავშირებულია სამუშაო ადგილებთან და შესაბამისად, რთულია ამ ყველაფრის მარტივად გადაჭრა. თუმცა, ამავე დროს საქართველომ აიღო ვალდებულება რომ დააკმაყოფილოს საერთაშორისო სტანდარტები, რაც ჰაერისა და ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებას გულისხმობს. შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ იმით, რასაც მოძრაობა “გავიგუდეთ” აკეთებს. ისინი მუშაობენ არა მხოლოდ სამრეწველო ქარხნებთან და მათ წარმომადგენლებთან, არამედ ხალხთანაც”, – აღნიშნა პიტერ უიბლერმა.

ინფორმაციისთვის, მოძრაობა “გავიგუდემ” რუსთავში არსებული ეკოლოგიური პრობლემების წინააღმდეგ USAID საქართველოს მხარდაჭერით ორი პროექტი განახორციელა.