შსს-მ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ დაკავებულია თბილისში მცხოვრები, 1988 წელს დაბადებული პირი.
უცხო ქვეყნის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქალის ცხედარი რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს.