გამყრელიძე: მხარს ვუჭერ სამედიცინო პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალისა და პედაგოგების სავალდებულო ვაქცინაციას მხარს უჭერს.

“პირადად მე მხარს ვუჭერ, რომ ჩემს კოლეგებში, ანუ სამედიცინო პერსონალში და ასევე მასწავლებლებში იყოს სავალდებულო , რამეთუ ჩვენ ექიმებს საქმე გვაქვს მოსახლეობასთან, მათ ჯანმრთელობასთან და პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიყოთ დაცული და ამავე დროს, მაგალითი მივცეთ სხვებს და მეორე, რომ მასწავლებლები მუშაობენ ჩვენს მომავალ თაობებთან. უსაფრთხო უნდა იყოს სკოლა, უსაფრთხო უნდა იყოს უნივერსიტეტები.”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ  ავტობუსებში ყველა რეკომენდაცია დაცული უნდა იყოს.

“ავტობუსებში ყველა რეკომენდაცია დაცული უნდა იყოს, არ უნდა გადაიჭედოს მეტრო, ჯობს იყოს რიგები, ყველას უნდა ეკეთოს პირბადე. ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ ადამიანებს პირბადის არტარების გამო ნუ დავაჯარიმებთ და თუ შესაძლებლობაა, დავურიგოთ პირბადეები და მოვუწოდოთ გაკეთებისკენ. თუ ვინმეს პირბადე არ აქვს კი არ დავაჯარომოთ ტრანსპორტში, არამედ მივაწოდოთ მას პირბადე და ვუთხრათ, რომ გაიკეთე ბატონო პირბადე და იმგზავრე ისე. თუ დავიცავთ წესებს, რისკი ნაკლებია.”- განაცხადა ამირან გამყრელიძე.