სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ახალი საწარმო ამოქმედდა.
სოფელ სართიჭალაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საშრობი და მარცვლეულის შესანახი კომპლექსი შპს „სართიჭალის საშრობი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო.
ახლადგახსნილი საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ქვემო ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა დაათვალიერეს.
„სართიჭალის საშრობში“, სადაც 10 ადგილობრივია დასაქმებული 9,000 ტონა მარცვლეულის გაშრობაა შესაძლებელი.
შემნახველი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 3 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 500 000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, ხოლო 300 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შემნახველი და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჯამში გაცემულია 880 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 3,900 სესხი, სააგენტოს გაცემული თანადაფინანსება 11,4 მლნ ლარს აჭარბებს.
გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხარდაჭერილია 157 შემნახველი და გადამამუშავებელი მეურნეობა; დაფინანსება, ჯამურად, 78.8 მლნ ლარს აღემატება.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში შეიქმნა 10 შემნახველი მეურნეობა, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება, ჯამურად 5,2 მლნ ლარზე მეტია.