მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში სპორტული კომპლექსი გაიხსნა

მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში სპორტული კომპლექსი დღეს გაიხსნა. შენობა „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ” ააშენა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა.

კომპლექსი წარმოადგენს დახურულ მულტიფუნქციურ სპორტულ სივრცეს სხვადასხვა სახეობებისთვის, როგორიცაა კალათბურთი, მინი-ფეხბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი და ჭიდაობა. სპორტულ კომპლექსში განთავსდება ტრიბუნები მაყურებელთათვის, გასახდელები, საშხაპე და სანიტარული ფართები, ინვენტარის შესანახი საწყობი და ადმინისტრაციული სივრცე. შენობის ჯამური ფართი 1157 კვადრატული მეტრია და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარს აღემატება. სპორტული კომპლექსის მიმდებარედ “სოკარმა” სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა საფეხბურთო სტადიონს

გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი და აზერბაიჯანის სახელმწიფოსა  და კომპანია “სოკარის” წარმომადგენლები