ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია გრძელდება.
როგორც მინისტრმა განაცხადა, კლების ტენდენციის მიუხედავად, მნიშვნელოვანია რეგულაციების აღსრულება.
„მნიშვნელოვანია, მკაცრად იყოს გაკონტროლებული აღსრულება ყველა რეგულაციის, რომელიც არის დაწესებული. ვგულისხმობ სოციალური ღონისძიებების გამართვას, პირბადის ტარებას, სოციალურ დისტანციას. ასევე მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამოქმედდა, მნიშვნელოვანია, რომ მგზავრთა გადანაწილება იყოს პროპორციული იმ რეგულირების მიხედვით, რომელიც მოცემულია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რათა არ მოხდეს ისევ პროვოცირება ინფექციის გავრცელების.“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად არის შემცირებული ორსულებშიც.
„ორსულებში ინფიცირება მნიშვნელოვნად შემცირებულია. აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალში ყურადღებას რომელი ორსულებიც საჭიროებენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში ჩართულია ყველა წამყვანი სპეციალისტი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.