კომპანია “რუსთავის წყალი” 27 სექტემბრიდან სერვისცენტრში მომხმარებლების ადგილზე მიღებას განაახლებს – ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავის წყალი” ავრცელებს.
“კომპანია “რუსთავის წყალი”, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებითა და დაცვით, 27 სექტემბრიდან სერვის ცენტრში მომხმარებლების ადგილზე მიღებას განაახლებს. კომუნალური მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება რუსთავის წყლის სერვის ცენტრში.
ნებისმიერი განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა ასევე გრძელდება დისტანციურად: რუსთავის წყლის ელექტრონულ ფოსტაზე – online@rwc.ge
სერვის ცენტრისა და დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის – 22 00 11 და ფეისბუქ ჩათის საშუალებით,” – ნათქვამია განცხადებაში.