სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფის “გავიგუდეთ” ინფორმაციით, ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში პროფესიული კოლეჯის, “მოდუსის” ეზოში გამწვანების სამუშაოები ჩატარდება.
” კოკეჯში აქვთ მებაღეობის კურსები და გვაქვს გარანტია, რომ დარგულ ხეებს პროფესიონალურ ყურადღებას არ მოაკლებენ, თავად გამოთქვეს თანამშრომლობის ძალიან დიდი სურვილი, დაგვეხმარნენ უკვე გამწვანებული ტერიტორიების მოვლაში”- ნათქვამია “გავიგუდეს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადგილზე იგეგმება ხეების დარგვა და საირიგაციო სისტემის მოწყობაც.
პროექტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.