ქვემო ქართლში მიწისძვრა მოხდა

ქვემო ქართლში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი სამებასთან იყო. ბიძგები თბილისის დროით 14:29 საათზე დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის მაგნიტუდა 3.8 (ML)  იყო.