რუსთავის ცენტრალურ პარკში საქართველოს დამსახურებული ძიუდოს მწვრთნელის, ჯანგულ (ვასო) ჩიხრაძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სპორტსმენები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ჯანგულ ჩიხრაძე სამწვრთნელო-სააღმზრდელო პროცესში 1982 წლიდან არის ჩართული. მას აღზრდილი ყავს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები.გარდა სამწვრთნელო კარიერისა, ჯანგულ ჩიხრაძე გახლავთ აფხაზეთის ომის მონაწილე.









