ჯანმოს ექსპერტმა ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მოთავსებული კოვიდპაციენტების მართვის პროცესი შეისწავლა.
საერთაშორისო რანგის სპეციალისტმა ქვეყნის მასშტაბით 12 კოვიდკლინიკა მოინახულა, მონიტორინგის შედეგები კი პირადად მინისტრს გააცნო.
ეკატერინე ტიკარაძეს მან რეკომენდაციებიც წარუდგინა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტის ვიზიტის ფარგლებში კოვიდკლინიკებში მომუშავე პერსონალის ტრენინგიც განხორციელდა.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ ტრენინგების პროგრამა საქართველოში კიდევ გაგრძელდება.
“გასული ათი დღის მანძილზე ჯანმოს ექსპერტი იმყოფებოდა საქართველოში. ტრენინგების პროგრამა კიდევ გაგრძელდება, რომ კლინიკური გამოსავლები გაუმჯობესდეს,”- აცხადებს გაბუნია.







