არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა – N20 საოლქო საარჩევნო კომისია

რუსთავის N20 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 20:00 საათის მონაცეემბით, რუსთავში არჩევნებზე მივიდა და საკუთარი ხმის უფლებით ისარგებლა ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 49,63%-მა.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გაგა აფციაურის განცხადებით, კენჭისყრის დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონიდა.