გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ვაქცინაციის მარათონი დაიწყო. სოფელ მარტყოფში, მარათონში გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი, დავით კარგარეთელი ჩაერთო, რომელმაც იმუნიზაციის ცენტრში კოვიდვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა.
ინფორმაციისთვის, სოფლად მცხოვრები მოქალაქეების აცრის პროცესში, ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის გარდა, ჩართულია მოძრავი ამბულატორია. ამბულატორია ბინაზე ემსახურება იმ მოქალაქეებს, რომლები ვაქცინაციის პუნქტამდე მისვლას ვერ ახერხებენ.
ვაქცინაციის მარათონი , რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი საქართველოს დიდ დასახლებულ პუნქტებში ატარებს, ქვემო ქართლშიც დაიწყო. პირველ ეტაპზე მარათონში ქვემო ქართლიდან ის დიდი სოფლები ჩაერთვება, სადაც 3 000-ზე მეტი მოსახლეა.