ეპიდვითარება რეგიონში- ინფიცირების მაჩვენებელი და საწოლფონდის რესურსი ქვემო ქართლში[ვიდეო]

საქართველოში ეპიდვითარება კვლავ დამძიმდა. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, დღეს კოვიდით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა – ვირუსი 5 700-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 100-მდე პირი და გარდაიცვალა 36 პაციენტი.

დამძიმებული ეპიდვითარების პირობებში, კლინიკები სრული დატვირთვით მუშაობს. როგორც ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რუსთავში კოვდპაციენტებისთვის თავისუფალი ადგილები მხოლოდ მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრშია.