რუსთავში, მარცხენა და მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხენოსნო სკოლის მოწყობა იგეგმება – ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. დეპუტატებმა რუსთავის ტყე-ჭალის ტერიტორიის ნაწილის, 22 493 კვმ ფართობის სარგებლობის უფლებით გაცემის საკითხს მხარი დაუჭირეს.
ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაჭაობებული ფართობი სარგებლობის უფლებით 30 წლით ვადით გაიცემა. აუქციონში გამარჯვებულს ვალდებულება ექნება ტერიტორიაზე 2 წლის განმავლობაში 300 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელოს და საცხენოსნო სკოლა მოაწყოს.









