თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო.
აქციის მონაწილეების ნაწილი ორბელიანის და რესპუბლიკის მოედნებზე შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მათ თავისუფლების მოედანზე მსვლელობით გადაინაცვლეს.
“ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ აქციას რეგიონებიდან ჩამოსული კოლონებიც შეუერთდნენ.