იუსტიციის სახლებში წინასწარი ჯავშანი აღარ დაგჭირდებათ

იუსტიციის სახლებში ნებისმიერი სერვისის მისაღებად, წინასწარი ჯავშანი მოიხსნა. უწყების ცნობით,  ჯავშნის მოხსნა იუსტიციის სახლების მიერ გასაცემი სახელმწიფო სერვისების რაოდენობის ზრდას უკავშირდება.

“25 ოქტომბერს, ვიზიტის წინასწარი ჯავშნის გარეშე, 19 000-ზე მეტ მომხმარებელს მოვემსახურეთ. იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები სერვისების წინასწარი ჯავშნის პრინციპით გაცემისას, დღეში საშუალოდ 14 000-მდე მომხმარებელს ემსახურებოდა.

რიგის მართვა კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით ხორციელდება.
მათ შორის, უზრუნველყოფილია გარე სივრცეში მოლოდინის რეჟიმი.
იუსტიციის სახლი მოქალქეთა ნაკადის გატარებას მაქსიმალურად მოკლე დროში ახორციელებს.”-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.