კორონავირუსით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა | 18 ოქტომბრის ეპიდვითარება

საქართველოში კორონავირუსის  2 479  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში  2 374 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 385 ტესტი, ვირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური –  9,77%, ბოლო 14 დღის –   8,47% , ბოლო შვიდი დღის – 9,07%.

რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში კორონავირუსი  128 პირს დაუდასტურდა. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 664 813  შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან   614 855 გამოჯანმრთელდა,  9 510  კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა   1 914 269  აცრა, დღიურად აცრილია 2 260.