კორონავირუსის დადასტურების გამო, რუსთავის N21 ბაღი დაიკეტა

კორონავირუსის დადასტურების გამო, რუსთავის N21 საბავშვო ბაღი დაიკეტა. როგორც რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა TV4-ს განუცხადა, “კოვიდ-19”  ფილიალის ორ თანამშრომელს დაუდასტურდა. პროტოკოლის თანახმად, სააღმზრდელო დაწესებულებაში ორ კვირაში განახლდება.

ქალაქში ამ დროისთვის ვირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, ხუთი საბავშვო ბაღია დაკეტილი: N11, 21, 25, 34, 36.