რუსთავის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამაზე ჯამში 45 განაცხადი შევიდა.
როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კავთიაშვილმა TV4-თან საუბარში განაცხადა, პროექტი კენჭისყრის ეტაპზეა და რამდენიმე დღეში გაირკვევა, რამდენი შეირჩევა მიღებული 45 წინადადებიდან.
ცნობისთვის, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტად 2022 წლისთვის 1 500 000 ლარი განისაზღვრა.
პროგრამის ფარგლებში, საპროექტო წინადადებების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხის მაქსიმალური ოდენობა თითოეული ადმინისტრაციული ერთეულისათვის 150 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.