პრემიერი: ჩვენ გვჯერა, რომ ნინო გაიმარჯვებს დამაჯერებლად[ვიდეო]

ჩვენ გვჯერა, რომ ნინო გაიმარჯვებს დამაჯერებლად, რუსთავის მოსახლეობა გააკეთებს ბრძნულ არჩევანს და კიდევ ერთხელ, უარს ეტყვის  ძალადობას, წამებას და ყველა იმ უბედურებას, რომელიც უკავშირდება სააკაშვილის მმართველობას და მის გუნდს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რუსთავში “ქართული ოცნების” ოფისში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

რუსთავში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსთავის მერობის კანდიდატს, შტაბის ხელმძღვანელ პირებს და მხარდამჭერებს შეხვდნენ.

“ძალიან მარტივი მოცემულობაა  გვაქვს რუსთავში, ერთის მხრივ ჩვენ გვყვავს კანდიდატი, რომელიც არის გამორჩეული თავისი პროფესიონალიზმით, განათლებით, წესიერებით, მეორე მხარეს არის ყველასთვის ცნობილი, მძარცველი, ბანდიტი  და კრიმინალი კირკიტაძე, რომელიც იყო სხვათაშორის  გასამართლებული და ყველამ იცის ამ ქალაქში, ვინ არის დავით კირკიტაძე,  რომელიც გამოირჩეოდა სხვისი ქონების  წართმევით, ძალადობით და  ჩვეულებრივი ზონდერობით. ასეთი ადამიანი  უპირისპირდება ჩვენს კანდიდატს.

ჩვენ გვჯერა, რომ ნინო გაიმარჯვებს დამაჯერებლად, რუსთავის მოსახლეობა გააკეთებს ბრძნულ არჩევანს და კიდევ ერთხელ,  უარს ეტყვის  ძალადობას, წამებას და ყველა იმ უბედურებას, რომელიც უკავშირდება სააკაშვილის მმართველობას და მის გუნდს და კირკიტაძე არ არის გამონაკლისი.”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.