რუსთავის სკოლებში ვირუსის დადასტურების გამო, 39 კლასი დისტანციურ მოდელზე გადავიდა

რუსთავის თოთხმეტი სკოლის 39 კლასში სწავლა საკლასო ოთახებში შეწყდა. მიზეზი სკოლებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებია. როგორც ადგილობრივ რესურსცენტრში TV4-ს განუცხადეს, აღნიშნული კლასები სწავლას დისტანციური მოდელით აგრძელებენ.

კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა: N1, 2, 4 ,5, 7, 9, 11, 15, 17, 20, 22, 23, 25, 26  სკოლების, სხვადასხვა 39 კლასში.

რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, თამარ ხეჩიკაშვილის ინფორმაციით,  სრულად დაიკეტება რუსთავის ერთ-ერთი სკოლა, რომლის შემთხვევაშიც  განათლების სამინისტროს თანხმობას ელოდებიან.