ლისაბონში გამართულ ჩემპიონატზე, რომელიც ვეტერან სპორტსმენებს შორის მიმდინარეობდა, რუსთაველმა ვასილ ბერუაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.
ბერუაშვილი 66 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
საერთო ჯამში საქართველოს წარმომადგენლებმა, სხვადსხვა ასაკობრივ კატეგორიებში, 5 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.