რუსთავის კიდევ ერთ სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში ხვალიდან შეწყდება [ვიდეო]

რუსთავის N11 საჯარო სკოლაში, კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში ხვალიდან შეწყდება.

როგორც ადგილობრივ რესურცენტრში TV4-ს განუცხადეს, სწავლის დაწყებიდან დღემდე  ონლაინ მოდელზე ჯამში ხუთი საჯარო სკოლა გადავიდა.

რაც შეეხება ცალკეულ კლასებს, რუსთავში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა კიდევ 15 სკოლის, სხვადასხვა 42-მდე  კლასში. აღნიშნულ კლასებში სწავლა ონლაინ რეჟიმით გრძელდება.