რუსთავში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

რუსთავში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც “ენერგო პრო ჯორჯიას” ცხელ ხაზზე აცხადებენ,  ქალაქში ავარიული გათიშვის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვს ჭავჭავაძის, რუსთაველის, ბათუმის, დავით გარეჯის, მაიაკოვსკის, არაყიშვილის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიებს.

კომპანიის ცხელ ხაზზე განმარტავენ, რომ მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები, რომლის დასრულებისთანავე ელექტროენერგია ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

რაც შეეხება გეგმიურ გათიშვებს, “ენერგო პრო ჯორჯიამ” გეგმიურ შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.