რუსთავში 20:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე საკუთარი არჩევანი 52 052-მა ადამიანმა გააკეთა, რაც საერთო ამომრჩევლების 48.7%-ია. რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში 20:00 საათის მონაცემებით, პროცედურულ დარღვევებზე 20 საჩივარი შევიდა.
ინფორმაციისთვის, რუსთავში სულ 106 895 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში დასრულდა – საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა და შესაბამისად, ხმის მიცემა შეწყდა. ამ დროისთვის ბიულეტინების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.









