რუსთავში დაკარგული 12 წლის ბიჭი, რომელსაც ოჯახი დილიდან ეძებდა იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მოზარდი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბავშვი პოლიციამ მეგობრობის გამზირზე იპოვა.
შეგახსენებთ, მოზარდი დილის საათებში დაიკარგა. 12 წლის ბიჭს მას შემდეგ ეძებდნენ, რაც ის სკოლაში არ გამოცხადდა.









