რუსთავში ორ საარჩევნო უბანზე ელექტროენერგია ამ დრომდე არ აღდგენილა. როგორც “ენერგო პრო ჯორჯიაში” TV4-ს განუცხადეს, ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე წუთში აღდგება. ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება N14 და N15 საარჩევნო უბნებს.
დაახლოებით 30 წუთის წინ, რუსთავში ხუთ საარჩევნო უბანზე ელექტროენერგია გაითიშა. ელექტროენერგია რამდენიმე წუთის განმავლობაში არ მიეწოდებოდა N10, 11-ე, 12-ე, 13-ე, 14-ე და მე-15 უბნებს. სამ უბანზე პრობლემა უკვე აღმოფხვრილია, ორ უბანს კი ამ დრომდე არ აქვს შუქი.