რუსთავში 12 წლის ბიჭს ეძებენ

რუსთავში სკოლის მოსწავლე დაიკარგა.

წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი 12 წლისაა. როგორც Tv4-ისთვის გახდა ცნობილი,  ბავშვი დღეს სკოლაში არ გამოცხადებულა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოზარდი სკოლის დასრულების შემდეგ გაუჩინარდა, თუმცა როგორც ირკვევა, ბავშვი სკოლაში დღეს არ გამოცხადებულა.

არსებული ინფორმაციით, დაკარგული მოზარდი მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეა.

სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. TV4 დეტალებს აზუსტებს.