უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 ოქტომბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1369 ლარი ეღირება, ევრო – 3.6573 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3355 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1344 ლარი ღირდა, ევრო – 3.6321 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.3035 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 20 ოქტომბერს ამოქმედდება.