ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება.მეორე ტურში 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერებს აირჩევენ. 24 საარჩევნო ოლქში კი, საკრებულოების 42 მაჟორიტარი წევრია ასარჩევი.

რუსთავში მოქალაქეები თვითმართველი ქალაქ რუსთავის მერს და მე-6 სამაჟორიტარო ოლქის მაჟორიტარს აირჩევენ საკრებულოში. მერობისთვის ქალაქში გაერთიანებული ოპოზიციიდან დავით კირკიტაძე, ხოლო “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოდან” ნინო ლაცაბიძე იბრძვის.

რაც შეეხება მე-6 სამაჟორიტარო ოლქს, აქ მეორე ტური “ქართული ოცნების” კანდიდატს, გრიგოლ ვეფხვაძესა და პარტია “საქართველოსთვის” კანდიდატს, ერეკლე დოლიძეს შორის გაიმართება.

როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად – 50%-იანი საარჩევნო ბარიერი, ხოლო საკრებულოების მაჟორიტარი წევრებისთვის 40%-იანი ბარიერი იყო დადგენილი. სწორედ ამან 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, რიგ ქალაქებსა და საარჩევნო ოლქებში მეორე ტურების ჩატარების აუცილებლობა შექმნა.

არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ძირითადად “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები უპირისპირდებიან. მეორე ტურში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც კონკურენტზე მეტ ხმას მოიპოვებს.