ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის რუსთავში

17:00 საათის მონაცემებით, რუსთავში არჩევნებზე 42 300-ზე მეტი ამომრჩეველი მივიდა

რუსთავში 17:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე საკუთარი ხმა 42 327-მა ადამიანმა დააფიქსირა, რაც საერთო ამომრჩევლების 39,6%-ია.

ცნობისთვის, რუსთავში სულ 106 895 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

რაც შეეხება საჩივრების რაოდენობას, 17:00 საათისთვის, რუსთავის N20 საოლქო საარჩევნო კომისიაში ჯამში 4 საჩივარი შევიდა.

რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით აქტივობას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ 15:00 საათისთვის 33.18% შეადგინა.