საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები მერებს ირჩევენ დედაქალაქსა და 63 მუნიციპალიტეტში. ასევე, მაჟორიტარების არჩევითა და პარტიებისთვის ხმის მიცემით, ამომრჩევლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს შემადგენლობას დააკომპლექტებენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 64 მუნიციპალიტეტში ჯამში მერობის 239 კანდიდატია რეგისტრირებული. რუსთავში მერობისთვის ექვსი კანდიდატი იბრძოლებს.
“ქართული ოცნება” დემოკრატიული საქართველო-ნინო ლაცაბიძე
გაერთანებული ოპოზიცია- დავით კირკიტაძე
პარტია “საქართველოსთვის”- ბექა ლილუაშვილი
საქართველოს “პატრიოტთა ალიანსი”- თორნიკე არევაძე
ევროპელი დემოკრატები- ვაჟა ბახტურიძე
პარტია “თეთრები” – ელგუჯა ქოჩიაშვილი
რუსთავში მერობის ექვსი კანდიდატია. მთელი ქვეყნის მასშტაბით თვითმმართველობის არჩევნებში 43 საარჩევნო სუბიექტი მონაწილებს.









