აფეთქება მეტალურგიაში – რა განმარტებას აკეთებენ ქარხანაში[ვიდეო]

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქების შედეგად გარდაცვლილი თანამშრომლის  საქმესთან დაკავშირებით, განმარტება გაკეთდა. როგორც მეტალურგიული ქარხნის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში TV4-ს განუცხადეს, აფეთქება საწარმოო ზონაში არ მომხდარა და  გარდაცვლილის ოჯახს კომპანია გვერდში დაუდგება.

“საწარმოო პროცესთან არ იყო დაკავშირებული ის სივრცე, სადაც მოხდა აფეთქება. გამომწვევი მიზეზების შესახებ ჩვენ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს, ამაზე მიმდინარეობს გამოძიება,” – აღნიშნა მეტალურგიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა სალომე ჩხეიძემ.

როგორც მეტალურგიულ ქარხანაში აცხადებენ, იმის გამო რომ აფეთქება საწარმოო ზონაში არ მომხდარა, ქარხანა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.