ბუსხრიკიძე: ოპოზიციას დაგეგმილი აქვს პროვოკაციები, ჩვენ ვიქნებით მზად, ვართ სრულად მობილიზებული

რუსთავის საკრებულოს წევრობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” ლაშა ბუსხრიკიძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდს აქვს მოლოდინი, რომ ხვალ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიცია პროვოკაციებს მოაწყობს და საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანას შეეცდება.

მისივე განცხადებით, ამისთვის “ქართული ოცნება” მზად არის.

“ოპოზიციას დაგეგმილი აქვს პროვოკაციები, ეცდებიან არეულობის შეტანას თითოეულ უბანზე, ჩვენ ვიქნებით მზად, ვართ სრულად მობილიზებული. არ ველოდებით, რომ ვინმე შეიტანს მნიშვნელოვან დესტრუქციას, თუმცა ამის მცდელობა მათ ექნებათ.

3 ოქტომბრისთვის  მათ იციან, რომ უნდა დაიწყონ არეულობის მცდელობა, ქაოსის მცდელობა  და ეჭქვეშ დააყენონ ის დამაჯერებელი შედეგები, რასაც “ქართული ოცნება”,  ნინო ლაცაბიძის გუნდი, რუსთავში დავაფიქსირებთ ხვალ”- განაცხადა ლაშა ბუსხრიკიძემ.