სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი “გავიგუდეთ” კოლეჯ მოდუსის ეზოს გამწვანებას იწყებს.
მათი ინფორმაციით, ირიგაციის და სხვა ხარჯების დიდ ნაწილს ფინანსურად გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფს, ხოლო სახალხო დაფინანსების ფარგლებში, მოძრაობის ცნობით, საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანია.
“მე-9 სკოლის “ქრაუდფანდინგის” ამბებზე ხომ ვიყოჩაღეთ, ახლა კოლეჯი მოდუსის დრო დადგა.
დღეიდან 2 კვირის განმავლობაში ვიწყებთ “მოდუსის” ეზოს გამწვანების სახალხო დაფინანსებას (რაც რეალურად ხარჯების მცირე ნაწილია, მაგრამ საზოგადოების ჩართულობის კუთხით უმნიშვნელოვანესი კომპონენტია)
ირიგაციის და სხვა ხარჯების უდიდესი ნაწილს ფინანსურად უზრუნველყოფს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა (GEF SGP), რომელსაც საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს. სამიზნე თანხა ამჯერადაც 1000 ლარია
შეძენილი ნივთების სიას და გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოგიდგენთ.
გვჯერა, ბევრნი ჩაერთვებით, რადგან ეს ქალაქი და ქვეყანა ყველასია და ერთმანეთის მხარდაჭერით კარგი საქმეების კეთება ბევრად უფრო მარტივია
საქართველოს ბანკი: #GE50BG0000000345875332(მიმღები: „გავიგუდეთ“)
თიბისი ბანკი: #GE09TB7754936080100017(მიმღები: „ეკო ცენტრი“)
გთხოვთ, გააზიაროთ პოსტი, რათა მაქსიმალურად ბევრ ადამიანს მივცეთ ამ კარგ ამბავში და რუსთავის მდგრად გამწვანებაში ჩართვის შესაძლებლობა”- ნათვქამია ინფორმაციაში.