გურჯაანში მეზობელმა ცოლ-ქმარს ესროლა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

მკვლელობა მოხდა გურჯაანში. გავრცელებული ინფორმაციით, მეზობელმა ცოლ-ქმარს სანადირო თოფიდან ესროდა.

 

ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეუღლე მძიმე დაზიანებებით გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მკვლელობის სავარაუდო მოტივი ორ ოჯახს შორის, წლების წინ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დაწყებული კონფლიქტია. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

შემთხვევის ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.